მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში, COVID-19 დადასტურებული დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 253 816.
ბოლო დღის განმავლობაში 1,311 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ზოგადად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 243 396-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 16 ახალი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში 3,071 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს. საავადმყოფოებში 3 223 ადამიანი მკურნალობს, ხოლო 402 ადამიანი კოვიდსასტუმროებშია. საკარანტინო სივრცეში 515 ადამიანი რჩება.