პირველი თებერვლიდან ახალქალაქის ყველა სკოლა და სოფელ ვაჩიანის სკოლა მუშაობას სკოლის შენობაში განაახლებს. შენობაში სასწავლო პროცესის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს ზოგიერთ დიდ ქალაქში მარტამდე გაგრძელდება, ახალქალაქს არ ეხება. 

18 იანვარს, საახალწლო არდადეგების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა ზოგიერთი სკოლა, კონკრეტულად ქალაქის ყველა სკოლა და სოფელ ვაჩიანის სკოლა, მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

სკოლებისთვის დისტანციური რეჟიმი პირველ თებერვლამდე იყო დადგენილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, ახალქალაქის ყველა სკოლა, ასევე ვაჩიანის სკოლა მუშაობას 1-ლი თებერვლიდან შენობაში განაგრძოს.

ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც სკოლებმა უნდა შეასრულონ: მასწავლებლებისთვის და სკოლის სხვა პერსონალისთვის პირბადის აუცილებელი ტარება; მოსწავლეებს შორის არანაკლებ 1,5 მეტრის დისტანციის დაცვა; ანტისეპტიკი, დეზობარიერები, ზედაპირების მუდმივი დეზინფექცია.

აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის სკოლები პანდემიის პირობებში მოქნილ რეჟიმში მუშაობენ, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის, ან კონკრეტულ სკოლაში ვირუსის გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, ის დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადადის.