სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 183 ადამიანს დაუდასტურდა, 213 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 042 ტესტი ჩატარდა.
22 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 165 711 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 154 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 030 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 744 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.