სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 165 528 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 021 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 154 000-ს აჭარბებს.