6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, სამუშაო 2020 წლის დეკემბრიდან დაკარგეს. დღეს ბოლო ვადაა, როცა დამსაქმებლებმა, მათ მიერ დაქირავებულ პირთა სახელზე განაცხადი უნდა შეავსონ.
1200 ლარის კომპენსაციას ის პირები მიიღებენ, რომელთა სახელზეც 2020 წელს ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი ირიცხებოდა. კომპენსაციის მიღების ერთ-ერთი პირობაა – პირი დასაქმებული უნდა იყოს 2020 წლის იანვრიდან ნოემბრამდე, 2, ან მეტი თვის განმავლობაში, ამასთანავე, თუკი 2020 წლის დეკემბრიდან ამ მომუშავეს ანაზღაურება არ მიუღია. კომპენსაცია გაიცემა, თუკი დამსაქმებელი 2020 წლის განმავლობაში (არანაკლებ ორი თვის განმავლობაში) დაქირავებულზე საშემოსავლო გადასახადს დეკლარირებას უკეთებდა. ფულად დახმარებას ვერ მიიღებენ ის დაქირავებული, რომლებიც ანაზღაურებას საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ.
იმისათვის, რომ დაქირავებულმა, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში შეზღუდვების გამო დაკარგეს სამსახური, კომპენსაცია მიიღოს, საჭიროა, ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა დამსაქმებელმა, ამის შესახებ, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში გაგზავნოს. დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში საკუთარი გვერდიდან ავსებს შესაბამის განაცხადს. განცხადების ფორმებს შორის უნდა მოიძებნოს „2021 წლიდან ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ COVID-19“. აღნიშნულ განცხადებაში ივსება დაქირავებული პირის მონაცემები (პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, საბანკო ანგარიში). შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ დამსაქმებლის საშემოსავლო დეკლარაციების დახმარებით მოწმდება.
იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი კომპენსაციის გაცემის ყველა პირობას აკმაყოფილებს, არაუგვიანეს 28 რიცხვისა, დასაქმების სააგენტოს მიერ კომპენსაცია მითითებულ ანგარიშზე უნდა იყოს გადარიცხული.
ფიზიკურმა პირებმა, რომლებმაც სამსახური 2020 წლის დეკემბერში დაკარგეს, შეუძლიათ დამსაქმებლის მხრიდან მათ სახელზე გაგზავნილი განცხადება შეამოწმონ კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში
საქართველოს ხელისუფლება ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობას და ბიზნესს გაუწევს დახმარებას.
მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 1,2 ათასი ლარის ოდენობის – ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით – ფულად დახმარებას მიიღებენ. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 125 ათასი ადამიანი. პროექტის ბიუჯეტი – 150 მილიონი ლარი (მილიონი დოლარი).
ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში ხელისუფლებამ დახმარება 125 ათას მოქალაქეს გამოუყო, ნახევარი წლის განმავლობაში მათ, 1200 ლარი (დაახლოებით 400 დოლარი) გადაერიცხათ.