სომხეთში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 9 ადამიანი ემსხვერპლა.
19 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 164 912 შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 3007 პაციენტისთვის.
კორონავირუსი უკვე დაძლია 153 ათასზე მეტმა ადამიანმა. მკურნალობას განაგრძობს 7671 პაციენტი.