დღეს, 17 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 1 და გარდაცვლების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4294 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 322 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4 – ახალციხეში
0 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
3 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
4 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 387 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 108
ახალქალაქი – 14
ბორჯომი – 110
ნინოწმინდა – 1
ასპინძა – 39
ადიგენი – 35
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგების გამო, დაფიქსირებულა ერთი არდაცვლების ფაქტი. გარდაიცვალა 71 წლის მამაკაცი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდ სასტუმროში 1 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში რჩება 89 პაციენტი.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 887 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 18 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 16 ნიმუში.