მართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბოლო დროს, პოლიტიკის დატოვების განზრახვაზე განაცხადა. დატოვებს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას, ვინ იქნება ახალი ლიდერი და მილიონერმა რატომ გადაწყვიტა პოლიტიკის დატოვება? – ამ და სხვა მრავლის შესახებ JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიული ცენტრის (GSAC) წამყვანი ექსპერტი, გელა ვასაძე ესაუბრა.
– საკმაოდ დიდი დრო გავიდა ივანიშვილის განცხადებიდან, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. ვინ წაუძღვება პარტიას?
– ივანიშვილის ადგილის ვინმესთვის გადაცემა შეუძლებელია, რადგან ის არის დამფუძნებელი, ის არის ძირითადი წყარო და ის, ფაქტობრივად “ქართული ოცნების” მფლობელია. ამიტომ ვინმესთვის ადგილის გადაცემა – შეუძლებელია. საკითხი იმაშია, გავიდა თუ არა ივანიშვილი და რას ნიშნავს მისი წასვლა? ზოგადად, ჩვენთან ახალი თამაში დაიწყო. სად და როგორ წავიდა ივანიშვილი – ამის ახსნას ცდილობენ, რადგან ადამიანი, რომელმაც ყველა საკვანძო ადგილზე, შემსრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაშიც კი საკუთარი ხალხი დანიშნა, რომლებსაც ის აკონტროლებს, ვერ წავა. სხვა საკითხებთან ერთად, ასევე კარგად უნდა გავიაზროთ და ამაზე გიორგი თარგამაძე საუბრობდა კარგად, რომ თუკი წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი გაქრა, ეს “ოცნებისთვის” საკმაოდ სამწუხარო შედეგამდე მივა, რადგან მაშინვე დაიწყება სერიოზული ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რაც ძალიან დაასუსტებს პარტიას, ხოლო “ოცნების” ალტერნატივა დღეს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, ისევ სააკაშვილი, ხოლო ეს “ოცნებისთვის” ძალიან სამწუხარო ფინალია. თვითონ “ოცნებამ” დაიწყო ეს ვექტორი და ახლა ბუმერანგივით უბრუნდება. ამიტომ ივანიშვილი პოლიტიკიდან საერთოდ ვერ გავა. ჩემის აზრით, არ წასულა, ხოლო პოლიტიკიდან გადის – ეს სხვა საკითხია.
– რას ნიშნავს ეს?
– ეს პროცესია. ივანიშვილი საჯარო პოლიტიკოსი და საჯარო ადამიანი არ არის. ძალაუფლება მისთვის მართლაც ტვირთი იყო. ეს მას მართლა ჩაგრავდა, ის მუდამ ცდილობდა ჩრდილში ყოფილიყო. გასულ ჯერზე ის მაშინ დაბრუნდა, როცა მიხვდა, რომ სისტემას კარგავდა. როდესაც კვირიკაშვილს ეროვნული ბიზნესის წარმომადგენლებთან, თიბისი ბანკთან ერთად ეკლესიის მხარდაჭერით და ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მყარი მხარდაჭერით, მართლა შეეძლო ძალაუფლებიდან მისი და მისი მეგობრების გვერდზე გაწევა, მაშინ დაბრუნდა, ხოლო კვირიკაშვილი წავიდა.
– რაზეა დამოკიდებული წასვლის პროცესის ხანგრძლივობა?
– პირველ არხთან ინტერვიუში მან (ბიძინა ივანიშვილი) თქვა: “მე არ ჩავერევი, ტელეფონს არ ავიღებ ხელში, მხოლოდ ხმის მისაცემად მივალ, მე “ქართული ოცნების” მომხრე არ ვარ”, – მან ესეც კი თქვა. მაგრამ ამასთანავე მან, შემდეგი რამ თქვა, რომ 3-5 წელი “ოცნებას” არაფერი ემუქრება. მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ის ვადებია, რაც მან საკუთარი თავის პოლიტიკიდან მთლიანად გასვლისთვის განსაზღვრა. ივანიშვილის წასვლის ფაქტორი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუკი შიდა ფაქტორებს გადავხედავთ, პირველ რიგში, პანდემია. ახლა მთავარი საკითხი – ვაქცინაციაა. ძალიან საინტერესო რამ დაიწყო, სამედიცინო ორგანიზაციის შიგნით მინისტრი სხვა რამეს ამბობს, მინისტრის მოადგილე სხვას, მთავარი ეპიდემიოლოგი ვაქცინასთან დაკავშირებით სხვა რამეს ამბობს. მე ეჭვი მაქვს, რომ იქ ცხიმიანი ნაჭრისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ეს ძალიან სერიოზული თანხაა, ვაქცინის შემოტანა და ა.შ. მაგრამ ადრე არბიტრი იყო, იყო ვერტიკალი, როცა რამე საკამათო საკითხი იყო – ივანიშვილს ეკითხებოდნენ მუდამ და მას საკუთარი ვერდიქტი გამოჰქონდა. ახლა ჩაერევა თუ არა? მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ არა.
– როდესაც მიმღებზე საუბრობენ, კობახიძის შესახებ ამბობენ. შეიძლება თუ არა კობახიძემ მნიშვნელობითა და პოპულარობით კონკურენცია გაუწიოს, მაგალითად, იგივე პრემიერ-მინისტრ გახარიას და თბილისის მერ კალაძეს? ჰყავს, თუ არა ამ სამ მნიშვნელოვან პოლიტიკოსს პარტიაში ალტერნატივა?
– ეს საკვანძო საკითხია. კობახიძე ტელევიზიაში, როცა საჯარო განცხადებებს აკეთებს ძალიან მკაცრია, ხანდახან ცინიკურიც, ხო? და კობახიძე ცხოვრებაში – ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. ცხოვრებაში ის ძალიან რბილი, დამთმობია. მეტად რბილი ადამიანის წარმოდგენა რთულია. ამიტომ კობახიძე არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. რა თქმა უნდა, როცა მის უკან ივანიშვილი იდგა, ეს მარტივი იყო. და რატომ არა კალაძე, ან გახარია? იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანია, რომლებიც “ოცნებაში” რესურსებს ფლობენ. თუკი კალაძეს ავიღებთ – გასაგებია, რომ მას სერიოზული ფინანსური რესურსი აქვს, ბიზნესთან აქვს კარგი კავშირები, იტალიასთან აქვს კარგი კავშირები. ხო მართლა, გახარიას, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრად არ დანიშნეს, მასაც აქვს კარგი საგარეო რესურსი. პირველ რიგში, კვლავ , გერმანია – გერმანელები. და კალაძესაც და გახარიასაც აქვთ რუსეთთან კავშირი, მაგრამ მასთან ყველა პოლიტიკოსს აქვს კავშირი. ევროპული კავშირები გახარიასაც შეიძლება სავსებით სასარგებლო ჰქონდეს. ამ საკითხებთან ერთად, დაიწყებს, თუ არა გახარია რეფორმირებას? ზოგადად ასე იყო, იყო 2 მცირე და ერთი დიდი ჯგუფი, რომელიც მთლიანად ივანიშვილზე იყო ორიენტირებული. ახლა ძალიან საინტერესოა, როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი? გასაგებია, რომ ხუხაშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ ივანიშვილი არბიტრის როლს ტოვებს, მაგრამ არბიტრის როლს რა საკითხებში? საკმაოდ საეჭვოა, რომ ის ბიუჯეტის განაწილების საკითხში ჩაერევა და ა.შ. ეს კი მთავარი საკითხია. ნახეთ, ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს, რადგან კარანტინი მთავრობას აწყობს. რადგან ისინი გრანტის და კრედიტის სახით ფულს იღებენ და შემდეგ ინაწილებენ. და ვინ ანაწილებს, ვინ გადაწყვეტს… ადრე მკაცრი ვერტიკალი იყო, სადაც მაღლა ივანიშვილი იყო და საგარეო ფაქტორებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველ რიგში, რეგიონში რუსეთის როლის გაძლიერებაა.
– გაძლიერდა თუ არა რუსეთის როლი?
– დიახ, უეჭველად გაძლიერდა. მანამდე, როგორ იყო, საქართველო რუსეთის ორბიტის გარეთ იყო. აზერბაიჯანი 50/50-ზე იყო, ხოლო სომხეთი, გასაგებია, რომ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე იყო. დღეს რუსეთის ზეგავლენა აზერბაიჯანზე ძალიან გაიზარდა. იმის გამო, რომ ახლა ძალიან ბევრი რამ რუსეთიდან ჩადის, ხვალ, როგორ იქნება – გაურკვეველია, მაგრამ გაძლიერება არის. ეს ერთი მხარეა, ხოლო მეორე — ეს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია — ბაიდენის. სავსებით შესაძლებელია, რომ ის რეგიონის საკითხებით უფრო აქტიურად დაინტერესდეს, შესაბამისად, საქართველოს საქმეებით დაინტერესდება, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკით. რა მოხდა? მოხდა შემდეგი, ივანიშვილმა თავისი ყველა აქტივი, ქართული, რომელიც ოფიციალურად მასზე იყო გაფორმებული, ფონდ “ქართუს” გადასცა. ეს, ერთი მხრივ, დაზღვევაა, მეორე მხრივ – ამ აქტივებისგან გათავისუფლება, რომლებიც ახლა პერსპექტიული არ არის. იქ, ძირითადად უძრავი ქონებაა, საკურორტო, ტურისტული ობიექტები და სხვა, მაგრამ ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში, არც ისე აქტუალურია. ამასთანავე, მან ძალიან საინტერესო რამ თქვა, ვითომ, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე, ხოლო სულელი ვერაფერს სწავლობს. მე ასეთი კითხვა მებადება, სხვის შეცდომებში ის ვის გულისხმობდა? შეიძლება, ის პლახოტნიუკს გულისხმობდა, რომელიც უბრალოდ გაათავისუფლეს, ის ოლიგარქი იყო. პლახოტნიუკის და ივანიშვილის ქეისები ერთმანეთს ჰგავს. უბრალოდ პლახოტნიუკს მიშა (მიხეილ სააკაშვილი) არ ჰყავდა.
-მიმდინარე რეალიებში ივანიშვილს, რამდენად უნდა ეშინოდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის?
– სააკაშვილის, რა თქმა უნდა, არ ეშინია. რა თქმა უნდა, მას ეშინია იმის, რაც პლახოტნიუკს გადახდა თავს. ერთ მშვენიერ დღეს მასთან კიშინიოვში ამერიკელები, რუსები და ევროპელები მივიდნენ, უთხრეს: “მორჩა, აქ აღარ დაგინახოთ!” – და ის წავიდა. ყველა ფრონტზე მისი დევნა დაიწყეს, მათ შორის ქონების და ა.შ. ეს არის მთავარი კოშმარი. გამომუშავება რთულია, ხოლო შენარჩუნება უფრო რთული.
– შეუძლია თუ არა სააკაშვილს ამ სიტუაციით ისარგებლოს?
– პარტიის მდგომარეობის გათვალისწინებით არანაირად. კვლავ დავეთანხმები თარგამაძეს იმაში, რომ თუკი მთავრობა დაეცემა, უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ იქნება. სხვა ვინ აიღებს ძალაუფლებას? ყველაზე ორგანიზებული ძალა მას აქვს. თუკი გახარია და კალაძე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას – სხვა განლაგება იქნება.