28 მაისს თბილისში ტრადიციად ქცეული დღესასწაული ვარდატონ-2023 გაიმართა და საიათ-ნოვას საფლავის ქვა ვარდებით შეამკეს.

cor - 1

ფოტოზე ჰოვანეს თუმანიანის შვილიშვილი

Gerezman - 1

Gorciq - 1

საიათ ნოვასადმი მიძღვნილი ღონისძიება წინა წლებთან შედარებით კალენდარში მცირედი ცვლილებით თბილისის მეიდანის კვარტალში გაიმართა, რისი მიზეზიც ცხელი ამინდი იყო.

„ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად მაისში აღინიშნება, წელს მეტად სიმბოლური იყო, რადგან დღესასწაული სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა“, – განმარტა საქართველოს სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა მარი არაკელოვამ Jnews-სთან საუბრისას .

mardik - 1

„თითქმის 100 წელიწადზე მეტია ეს კულტურული ქალაქი ამ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც კავკასიის აშუღს, საიათ ნოვას ეძღვნება. პირველად ვმონაწილეობ ამ ზეიმში, ძალიან მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ არის და მათ, ვინც ღონისძიებაში წვლილი შეიტანა“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მისთვის სასიხარულო იყო ისიც, რომ „ვარდატონში“ მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის ტოვმას პოღოსიანის ხელმძღვანელობით ანსამბლმა „საიათ-ნოვამ“ მიიღო.

Tomas - 1

ანსამბლ „საიათ-ნოვას“ გარდა სომხეთიდან და საქართველოდან მომღერლებმა, ანსამბლებმა და მოცეკვავეებმა სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

axalkalak - 1

ფოტოზე ახალქალაქის საცეკვაო ჯგუფი “ჰაიკი”

eraguynov txanery - 1

paruhiner - 1

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტმა, მაგვალა გონაშვილმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:„მომავალი წელი საიუბილეოა და ვარდატონის 110 წლისთავი აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ დაწესდეს საიათ-ნოვას პრემია, რომელიც გადაეცემათ იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა“.

erexa - 1

ambox - 1

თბილისში ყოველწლიურად, მაისის ბოლო კვირას საიათ-ნოვას ხსოვნის დღეს, დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც “ვარდატონს” უწოდებენ. ის პირველად 1914 წელს თბილისში დიდი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის, მხატვრის გევორგ ბაშინჯაღიანის და ქართველი პოეტისა და ლიტერატურათმცოდნის იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით აღინიშნა. ამ დღეს დღესასწაულის მონაწილეებმა წმინდა გევორგის ეკლესიის ეზოში საიათ-ნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიიტანეს და მისი შემოქმედება მოისმინეს.

ტრადიციული ღონისძიება „ვარდატონი“ წელსაც „საქართველოს სომეხთა კავშირმა“ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოში სომხეთის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის, სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩაატარა.