ზვავის საშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე (რუსეთის საზღვარი) გუდაურის მონაკვეთზე (საფოსტო განყოფილება, ჯვრის უღელტეხილი) ზვავის დიდი ალბათობაა, ამიტომ მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.