2 იანვარს საქართველოში აღინიშნება მისტიკური დღესასწაული – ბედობა. ახალი წლის მეორე დღეს დიდი ხანია საქართველოში ბედის დღედ თვლიან – ბედნიერებისა და ჯანმრთელობის დღესასწაულად. სახელი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან – “ბედი”.
ქართველებს სჯეროდათ, რომ მთელი წელი ისე ჩაივლის, როგორც ბედობას გაატარებ. ოჯახები წინასწარ არჩევენ მეკვლეს – ადამიანს, რომელიც მათ სახლში კეთილდღეობასა და წარმატებას მოიტანს. როგორც წესი, საპატიო სტუმრები ხდებიან წარმატებული და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები.
ბედობას საქართველოში დღემდე აღნიშნავენ. ამ დღეს ჩვეულებრივ ახლობლების გარემოცვაში ატარებენ, მიდიან სტუმრად და ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. ტრადიციის შესაბამისად, ქართველები ცდილობენ ბედობაზე არ ისესხონ, ან არ გაასესხონ ფული, არ იჩხუბონ, არ იკამათონ ოჯახის წევრებთან. მიაჩნიათ, რომ ბედისწერის დღეს ყველაზე მთავარია ამაღლებული და პოზიტიური განწყობა.
კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ უარი თქვან ტრადიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია წვეულებებსა და დიდ დღესასწაულებთან. არდადეგები სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ.
საერთოდ, ბედობა წელიწადში ორჯერაა: ბარბარობას, 17 დეკემბერს – წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს და 2-იანვარს – ახალი წლის მეორე ღამეს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სკეპტიკურად უყურებს ამ დღესასწაულს და მიუთითებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ეთიკას. როგორც ქართველი სამღვდელოება განმარტავს, სახარება გვასწავლის, რომ ღვთის ნების წინაშე ყველა დღე ერთნაირია.