სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 72 შემთხვევა გამოვლინდა, 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 569 ტესტი ჩატარდა.
4 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 050 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 214 059 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 452 ადამიანი გარდაიცვალა, 1 088 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.