მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, არც ერთმა ქვედანაყოფმა არ მიიღო მონაწილეობა რაიმე მოქმედებაში (ჰადრუთის რაიონი სოფელი ტოგი), უფრო მეტიც, არმიის ქვედანაყოფებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციები არ დაფიქსირებულა.
აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში არაერთი მედიასაშუალების ცნობების საპასუხოდ განაცხადეს. სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის საბრძოლო მოქმედებების აღდგენის შესახებ ჰადრუთის სოფელ ტოგის მიდამოებში, რის შედეგადაც ორივე მხრიდან დაღუპულები და დაჭრილები არიან.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სოფელი ტოგი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება.
”მიუხედავად ამისა, სომხური მხარე ცდილობს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, არ გამორიცხავს იმას, რომ საქმე აზერბაიჯანული ინფორმაციის პროვოკაციასთან გვაქვს”, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.