სომხეთში, 28 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 157 948-ს მიაღწია.
ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსზე 14 824 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 139 675.
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 2 775 ადამიანი გარდაიცვა (7 პაციენტი დღე-ღამის განმავლობაში), 674 სხვა დაავადებებით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 585 057 ტესტი.