სომხეთში 27 დეკემბერს, 11:00 საათისთვის, კორონავირუსული ინფექციის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 157 834-ს მიაღწია.
ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსზე 15 257 პაციენტი მკურნალობს. დღის განმავლობაში 444 პაციენტი განიკურნა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 139,113. დღეში 16 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის გამო.
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 2,768 ადამიანი გარდაიცვა, 673 სხვა დაავადებებით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 583 644 ტესტი, ბოლო დღის განმავლობაში – 2258.