სომხეთში 26 დეკემბერს, 11:00 საათისთვის, კორონავირუსული ინფექციის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობამ 157,349 – ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 15,257 – მდე შემცირდა.
დღე-ღამეში 854 პაციენტი განიკურნა. საერთო რაოდენობაა 138 669. ვირუსის შედეგად დღეში 19 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 8 ინფიცირებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, კორონავირუსით 2 752 ადამიანი გარდაცვალა, სხვა დაავადებებით – 671 ადამიანი.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 581 386 ტესტი, ბოლო დღის განმავლობაში – 2610.