მელიქ რაისიანი პოლიციელებს ახალქალაქში უმცროსი შვილის, კარლოს რაისიანის უკანონო დაკავებასა და ცემაში ადანაშაულებს.
გუშინ, 24 დეკემბერს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, ონლაინ რეჟიმში, პოლიტიკური მოღვაწის (პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან) მელიქ რაისიანის უმცროსი ვაჟიშვილის საქმე განიხილეს. რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ კონკრეტულად პოლიციელების შეურაწყოფის საკითხი განიხილა, რაზედაც მას 10 დღის ვადით ადმინისტრაციული დაკავება მიუსაჯეს.
კარლოს რაისიანის მამის თქმით, 23 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, მისი შვილი პოლიციელებმა ნასვამ ნდგომარეობაში გააჩერეს, რომელთა შორის ასევე მათი მეზობელი იმყოფებოდა. პოლიციამ ძალა გამოიყენა და ის განყოფილებაში წაიყვანა.
“ის ნასვამი იყო. საღამოობით მუდამ გაყავს ძაღლი სასეირნოდ. პატრულირებდნენ არმენ კარაპეტიანი, პოლიციელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და მისი 3 თანამშრომელი. მათ გააჩერეს ჩემი ვაჟი და უთხრეს, რომ “კომენდატის საათს” არღვევს. შვილმა უპასუხა, რომ რადგან დაარღვია, პროტოკოლი შეავსონ, გადავიხდი ჯარიმასო”,- ყვება მელიქ რაისიანი.
ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, რათა იქ შეევსოთ პროტოკოლი.
“მასზე ძალადობა განახორციელეს, რაც იმით ახსნეს, რომ უცენზურო სიტყვებს ამბობდა, ვიდეო ჩანაწერი მაჩვენეს. იცით როგორ დააკავეს, როგორც აშშ-ში იმ აფროამერიკელს (რედ. ჯორჯ ფლოიდი) აკავებდნენ. 4 ადამიანი თავს დაესხა 40 კილოგრამიან ბიჭს. მას პირიდან სისხლის სდიოდა. მაშინვე ხელბორკილი დაადეს. ის ყვიროდა, რომ იგუდება და იგინებოდა. შენ ჩვენს ხელისუფლებას აგინებო უთხრეს, და ცემა დაიწყეს. პოლიციელებს სასამართლოს დროს ჰკითხეს, რატომ სდიოდა პირიდან სისხლი. მათ უპასუხეს, რომ მან თავის თავს უკბინა, რომ სისხლი ეფურთხებინა ჩვენთვისო”,- ყვება მელიქ რაისიანი.
დაკავებულის მამა ეთანხმება იმას, რომ მისმა შვილმა “კომენდატის საათი” დაარღვია და არ ეკეთა სამედიცინო პირბადეს. ის ამბობს, რომ პროტოკოლის შევსების შემდეგ ისინი ჯარიმას გადაიხდიდნენ. თუმცა, მისი თქმით, იმის გამო, რომ პოლიციელებს პროტოკოლი თან არ ჰქონდათ, შვილის პოლიციაში წაყვანა უნდოდათ, რის უფლებაც არ ჰქონდათ, და როდესაც ის პოლიციაში წაყვანას არ დასთანხმდა, მასზე ძალა გამოიყენეს.
“მათ თქვეს, რომ ძალა კანონის ფარგლებში გამოიყენეს. ისინი ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ 15 დღე-ღამით ჩასვან. მე მზად ვიყავი ეს 4000 ლარიც გადამეხადა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს 10 დღე-ღამე… მე გავასაჩივრებ, უკანონო ჯარიმისა და უკანონო დაკავების დროს ცემის გამო სარჩელს შევიტან. მე მესმის, რომ რადგან კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს. რაში მდგომარეობს საკითხი, პირველ რიგში, იტყუებიან, რომ მან თავად გააჩერა ისინი. აი მითხარით, რატომ უნდა გაეჩერებინა. სასამართლოს მსვლელობისას ადვოკატმა იკითხა, თუ რატომ არ შეავსეს პროტოკოლი, პოლიციელმა უპასუხა, რომ თან არ ჰქონდა. მაშ რატომ პატრულირებდა? მესამე, რატომ არ დაუძახეს ექიმებს, იქნება ადამიანი ცუდად არის, რადგან ნასვამია. მათ ადგილზე უნდა ჩაეტარებინათ სამედიცინო მეთვალყურეობა, მაგრამ არც ეს გაკეთდა. არც პოლიციაში გააკეთეს. ახლა რატომ ითხოვენ 10 დღე-ღამეს. იმიტომ, რომ ცემის კვალი დაიკარგოს”,- ამბობს მელიქ რაისიანი.
რაისიანებმა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს. ასევე სასამართლოს აპელაციით და შემხვედრი საჩივრით უნდა მიმართონ.