დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 621 შემთხვევა ფიქსირდება.
ამგვარად, დაავადებულთა რიცხვი 156 763 შეადგენს, ხოლო აქტიური ქეისების რიცხვი 15 544 აღწევს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 1048 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 137 815 შეადგენს.
2733 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულებებით (პლუს 19 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, არის 671 (პლუს 8 ბოლო დღის განმავლობაში).
ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 578 776. დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებულია 2866 ტესტი.