22 დეკემბრის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში 154 602-ს მიაღწია, – ამის შესახებ იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
მონაცემების თანახმად კორონავირუსით სომხეთში 2 673 ადამიანი გარდაიცვალა (პლიუს 17 დღე-ღამის განმავლობაში), 658 დაავადებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო (პლიუს 4 დღე-ღამის განმავლობაში).
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქმეყანაში შეადგენს 134 586-ს. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 16 685 პაციენტი. ჩატარებული ტესტების ჯამური რაოდენობა კი 570 214 შეადგენს.