20 დეკემბრის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 652 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობამ 153 825-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 976-მდე გაიზარდა.

დღეში 601 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 132 532. შედეგებიდან გამომდინარე, დღეში 14 ადამიანი იღუპება, კიდევ 2 დაავადებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, კორონავირუსით 2 630 გარდაიცვალა, სხვა დაავადებებით 652 ადამიანი. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 566 746 ტესტი, ბოლო დღის განმავლობაში –2 630.