მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით ინფიცირების 74 514 486 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 353 992 ადამიანი, 1 654 344 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 505 780 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.