სომხეთში კორონავირუსის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 147 312-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთში კოვიდ 19-ს კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 462-ს შეადგენს.
ქვეყანაში ვირუსისგან 124 521 პაციენტი გამოჯანმრთელდა.