ნოემბერში სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოვლინდა. 109 ფაქტი გამოვლენილია მთელი საქართველოს მასშტაბით. 3 შემთხვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეს მოიცავს.
გარემოს დაცვის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში ყველაზე მეტი უკანონო ხის მოჭრა დააფიქსირეს – 45 შემთხვევა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა 10 შემთხვევა, აჭარაში – 6, იმერეთში – 13, ქვემო-ქართლში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, შიდა ქართლში – 6, გურიაში -3, რაჭა-ლეჩხუმში -1.
სულ ამოღებულია 294 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ხე.
იმავე პერიოდში გამოვლენილია ტყეების გაჩეხვაზე ტექნიკური რეგლამენტის 29 დარღვევა და აღმოიფხვრა 1 არარეგისტრირებული ტყის ჭრა.
შემდგომი რეაგირების მიზნით, ამ საქმეებს შესაბამისი დეპარტამენტები განიხილავენ.