საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვა დეპუტატებთან ერთად 5 ივლისს ჯავახეთს ეწვია, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაცნობოდა და პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ Jnews-ის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა რეგიონის პრობლემებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ჯავახეთის რომელმა პრობლემებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება? ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს, ცუდად არის განვითარებული, არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ტურიზმი არ არის განვითარებული…
– რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომლებიც საერთოა მთელი საქართველოსთვის, ეს ეკონომიკური საკითხებია. სახელმწიფო ჯერ კიდევ ვითარდება და რა თქმა უნდა, ეს მთელ მოსახლეობას ეხება. არის საკითხები, რომლებიც ახლა რეგიონალურად შეიძლება გადაწყდეს. თქვენ ახსენეთ ტურიზმი. რა თქმა უნდა, ჯავახეთს აქვს ეკოტურიზმის პოტენციალი და ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა განვითარდეს. დღეს გვქონდა საშუალება, რამდენიმე ადგილი გვენახა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოტურიზმისთვის, შევხვდით რეინჯერებს. წალკიდან ჩამოვედით, სადაც ახალი ხიდი გაიხსნა და უკვე მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცა. ასე რომ, თქვენ უნდა იპოვოთ, რაღაც განსაკუთრებული რეგიონისთვის. აქ, ჯავახეთში, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მიყვარს ეს რეგიონი, არის ეკოტურიზმის შესაძლებლობაა, ბუნება დიდი პოტენციალია.