საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას შეტყობინებას უგზავნის, რომ დღეიდან Covid-19-ის სიმპტომების არსებობისას მოსახლეობას ტესტირების უფასოდ გავლა შეუძლია. JNEWS-მა გაარკვია, თუ ვის შეუძლია კორონავირუსზე ტესტის უფასოდ ჩაბარება.

მოქალაქეები შემდეგი სახის შეტყობინებას იღებენ: “დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების ფარგლებში კორონავირუსის არსებობაზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება ტარდება.

sms info

 

მაღალი ტემპერატურისა და სასუნთქი სისტემის პრობლემების შემთხვევაში ტესტირებისთვის  სახელმწიფო დაფინანსირების მოსაპოვებლად აუცილებელია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ.

იმის გასაგებად, თუ, რომელ სამედიცინო დაწესებულებას ეკუთვნით, აუცილებელია ბმულზე გადასვლა, რაიონის არჩევა, შემდეგ ქალაქის და ქვედა ნაწილში დაინახავთ სამედიცინო დაწესებულებების სიას, სადაც შეიძლება ტესტის ჩაბარება.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვა საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და სასუნთქი სისტემის პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

სამედიცინო დაწესებულების მოძებნის ინსტრუქცია:

თავიდან ვირჩევთ რაიონს, ჩვენს შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთს.

shrjan

შემდეგ ქალაქს – ახალქალაქს.
qaghaq]

ქალაქის მითითების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებების სია იხსნება, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ და ტესტი ჩააბაროთ, მხოლოდ შესაბამისი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სიმპტომების არსებობის გარეშე ტესტირება არ ტარდება.

kinikaner

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 174 383 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 16141.