ჯავეხეთის და ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებს გარდა, წელს ჯავახეთში დაახლოებით 11 000ჰა ტერიტორიით, კიდევ ერთი პარკი დაარსდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობამ სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ის ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა. გახარიას განცხადებით, ის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.
„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 9.6 პროცენტს. თუმცა, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს, 2020 წელს 100 000 ჰექტარით გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და, რომელიც . ამ გადაწყვეტილებით, ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში არის 12 სახელმწიფო ნაკრძალია, 10 ერობნული პარკი, 18 გაუცხოებული ტერიტორია, 41 ბუნების ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტი. 1912 წელს, პირველად, ლაგოდეხის ნაკძალი შეიქმნა.
დღეის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 520 811 ჰექტარს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 8,6% შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% დაფარულია ტყით.