დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფად გაიარონ ანტიგენის ტესტი.

მისივე თქმით, ტესტირება უფასოა. ამავე დროს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თუ შეზღუდვების დროს რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, მაშინ თვის ბოლოს ინფექციის შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს.

ინტენსიური ტესტირების პროგრამა საქართველოში 3 დეკემბერს დაიწყო და 2 თვე გაგრძელდება. დღეში 20 ათასი ტესტის ჩატარება განისაზღვრა.