საქართველოს კლინიკებში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა მთავრობას საშუალოდ 600 დოლარიდან 2000 ლარამდე უჯდება.
აღნიშნული თანხა არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ჟანგბადის მიწოდება, სუნთქვის აპარატის მობილიზება და სამედიცინო პერსონალის წინასწარი მომზადება.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის ღირებულება 10 ათას ლარსაც (3000 დოლარს) კი აღწევს.
გაბუნიას განცხადებით, 300-მდე სამედიცინო დაწესებულება ინტენსიურ ტესტირებაშია (დღეში 20 000-მდე ტესტი) ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით, საქართელოში დღეში სამზე მეტი ადამიანი იღუპება. პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსმა 1540 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაახლოვებით 164 976 შემთხვევა ლაბორატორიულად მტკიცდება, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 137 499 აღწევს.
საინფორმაციო წყარო: aliq.ge