დღეს, ახალციხეში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვლა, იგი მკურნალობას თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადიოდა.
ექიმი ახალციხეში კლინიკა „იმედში“ და „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ მუშაობდა.
„დიდი ხანი მკურნალობდა, კოვიდიც ჰქონდა და კიდევ ბევრი სხვა თანმხლები დაავადებები, რაღაც პერიოდი თითქოს უკეთ იყო, მაგრამ მერე ისევ შეუბრუნდა, ალბათ ამან გამოწვია გართულება“, – ამბობს კლინიკა „იმედის“ დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე.
ბოლო 24 საათში სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
რეგიონში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით გარდაცვალების ეს მეოთხე შემთხვევაა.
ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა covid-19-ით ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი გარდაიცვალა. 18 ნოემბერს კი კორონავირუსს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერი, თამაზ კაჭკაჭაშვილი ემსხვერპლა.
წყარო: sknews.ge