“ვაქცინაციის მარათონის” ფარგლებში 28-29 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამცხე-ჯავახეთს ეწვია. მარათონის მიმდინარეობისას სულ 2500 ადამიანი აცრეს. აცრილი ადამიანების რაოდენობის გაზრდის მიზნით აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება.
„რეგიონები, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, ინფორმაციას საკუთარ ენაზე იღებენ. პანდემია შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ვესაუბრე ექთნებს და, სამწუხაროდ, თუ აქტიურად არ ვიმუშავებთ, მაჩვენებელი არ გაიზრდება. მადლობა მედიას, რომ ყოველთვის ჩვენთან არიან“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 33% არის აცრილი. ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემია დასრულდება, თუ აცრილი ადამიანების პროცენტი 80%-ს მიაღწევს.
ამირან გამყრელიძე სოფელ დილისკას სამედიცინო ცენტრში არსებულ ცუდ პირობებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირობებს გააუმჯობესებს.
„სოფელ დილისკაში ჩემს კოლეგებთან საუბრისას გავიგე, რომ, სამწუხაროდ, იქ ტარდება მხოლოდ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოზრდილებში არ ტარდება, პირობები არ არის, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარია საჭირო, გადაამზადებენ ექთნებს, ექიმებს და, როცა ამ შენობაში კარგი პირობები იქნება, ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
Jnews-ი ესაუბრა დილისკის ზოგიერთ მცხოვრებს, რათა ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზი გაეგო.
აღვნიშნავთ, რომ უმრავლესობა გვპასუხობდა, რომ მათ უბრალოდ არ სურდათ და სულ ეს იყო და ასევე ეშინოდათ, რადგან იღებენ უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას.
ასტღიკ ნახატაკიანი ამბობს, რომ არ სურს და არ დაუშვებს შვილების აცრას.
„ერთი წელი ვიმკურნალე, ოპერაცია გამიკეთეს. ძლივს გამოვკეთდი და ახლა გარანტიას მაძლევენ, რომ აცრას კარგად გავუძლებ? ექიმმაც კი არ მომცა აცრის გაკეთების უფლება. მეშინია, ბავშვებსაც არ გავუშვებ, ვაქცინაციის შესახებ იმდენი ცუდი რამ გავიგეთ, რომ არ გვინდა“, – თქვა ასტღიკ ნახატაკიანმა.
„თუ ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება ისევ ავად გავხდე, რატომ უნდა გავიკეთო, ყველას გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, ვფიქრობ, ვაქცინაციამდე ადამიანი უნდა შემოწმდეს, შეიძლება აცრა არ სჭირდება. იმასაც ამბობენ, რომ ჩინური ცუდია. მეორე კარგია, რატომ ვრცელდება ეს ინფორმაცია და ხალხი კიდევ უფრო იბნევა?“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.