ახალქალაქის ცენტრში საგზაო მოძრაობის ახალი წესები უკვე მესამე თვეა მოქმედებს. ბევრი მძღოლი ახალ წესებს მიეჩვია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მაინც არღვევენ წესებს. კვლავ მოუგვარებელია ზოგიერთი ბიზნესმენისა და ქალაქის მცხოვრებლების საჩივრების საკითხი, რომლებიც ზოგიერთი ახალი ნიშნის დამონტაჟებას არ ეთანხმებოდნენ.

ახალქალაქის ცენტრში საგზაო მოძრაობის ახალი წესების თანახმად, ნიშნების დამონტაჟება ჯერ კიდევ სექტემბერში დასრულდა. ახალ, შეზღუდულ საგზაო მოძრაობას მძღოლები რთულად ეჩვეოდნენ, თუმცა შეზღუდულ საგზაო მოძრაობას შეეჩვიეს. ასანიშნავია, რომ რჩებიან ისეთებიც, რომლებიც ამკრძალავ ნიშანს ვერ ამჩნევენ და აკრძალული მხრიდან ცალმხრივ ქუჩაზე გადადიან.

მართალია, საგზაო მოძრაობის წესები ქალაქის ცენტრის ვიწრო ქუჩებში მოძრაობის გამარტივების მიზნით იყო მიღებული, თავისუფლების, ჯავახეთის და დარბინიანის ქუჩები მთავარი ქუჩებად იქცა. ცენტრში ქუჩების ნაწილი ცალმხრივია და ამის შედეგად მარჯვნივ დგომაც აიკრძალა.

აღნიშნულ ადგილებში ზოგიერთი ბიზნესის მფლობელი გაჩერებისა და მოძრაობის შეზღუდვის წინააღმდეგი იყო.

ახალი საგზაო ნიშნები ქალაქში, ახალი მოძრაობა და ახალი პრობლემები

მართალია ახალი ნიშნები დამონტაჟებულია, ბიზნესმენების საჩივრები ჯერ კიდევ განიხილება.

“მერისგან ახალი სამუშაო ჯგუფის ფორმირების ბრძანება მივიღე, წერილი მივწერე იმ რამდენიმე დაწესებულებას, რომლებიც ადრე კომისიაში შედიოდნენ. ზოგიერთი მათგანისგან პასუხი მივიღე. პოლიციაში დავწერე, მათგან და ახალქალაქის სერვისცენტრისგან პასუხი ჯერ არ მიმიღია. მას შემდეგ, როდესაც ყველა მიპასუხებს, ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, და ის დაიწყებს ამ საჩივრების განხილვას. თუკი განხილვის შედეგად გადაწყვეტილი იქნება, რომ საგზაო მოძრაობის უკეთესად ორგანიზება შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობა ასე დარჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული განცხადება ამ სამუშაო ჯგუფის მიერ იქნება განხილული”,- ამბობს ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამსახურის ხელმძღვანელი, ვრეჟ ბერიკიანი.

შეგახსენებთ, რომ საგზაო ნიშნების დამონტაჟების სამუშაოების ჩატარების ტენდერი “არშაკ ამოიანმა” 34 600 ლარით მოიგო. დამონტჟების სამუშაოები 2020 წლის 8 სექტემბერს დასრულდა. საგზაო მოძრაობის ცვლილება შეეხო მიასნიკიანის, რუსთაველის, ნალბანდიანის, თავისუფლების, თამარ მეფის, მიკოიანის, ჭავჭავაძის, თელმანის, ჯავახეთის და სხვა ქუჩებს.