სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 139692-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, 3 დეკემბრის მონაცემებით ასეთი შემთხვევა იყო 138508. ამგვარად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
2277 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულებებით (პლუს 23 გასული დღის განმავლობაში). სხვა, თანმხლები დაავადებების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 583-ს (პლიუს 5 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 114 990. მკურნალობს 21842 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 522843.