ერთჯერადი, 300 ლარის ოდენობის დახმარების მისაღებად დარეგისტრირება https://www.rs.ge/ საიტზეა შესაძლებელი. კომპენსაციის მიღება შეუძლიათ იმ ობიექტების მუშაკებს, რომელთა საქმიანობა კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბრიდან 1-ლ თებერვლამდე შეიზღუდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებმა, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო საქმიანობის უფლება შეუჩერდათ, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლების დაშვება/წვდომა, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს ინფორმაციის დაზუსტებისათვის კიდევ 2 დღე ეძლევა), რათა რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღონ 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება.
მათივე ინფორმაციით, დარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თვითონ წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულების და დაურეგისტრირებელი თვითდასაქმებული სუბიექტების ინფორმაციას დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტების მფლობელები წარადგენენ.
JNEWS-ი ამზადებს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ შეიძლება დარეგისტრაციის გავლა.