სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 138 508-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფექციის 1277 ახალი შემთხვევა. 2254 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულებებით (პლუს 26 გასული დღის განმავლობაში).
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, 578-ს შეადგენს (პლუს 11 შემთხვევა გასული დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 113 228. მკურნალობს 22 448 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 519 445.