ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 135 124 აღწევს.
შედარებისთვის, 29 ნოებრის მონაცემებით 134768 შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა ვლინდება.
კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2164-ს მიაღწია (მიემატა 22 ადამიანი 24 საათის განმავლობაში), საიდანაც 538 ინფიცირებული, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა.
ამრიგად, დღეს, სომხეთში 108 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას 23 976 პაციენტი განაგრძობს და ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 510 127 შეადგენს.