კორონავირუსმა ცხოვრების ყველა სფეროში კორექტივები შეიტანა, მათ შორის ნულზე დაიყვანა კულტურული ცხოვრება. თუმცა, არის პროექტები, რომლებიც, როგორც სხვა სფეროები, ონლაინ რეჟმზე გადავიდნენ. პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში ახალქალაქიდან მუსიკოსი ტიგრან მღდესიანი საქართველოს ცნობილ მუსიკოსებთან ერთად წარსდგა, კონცერტის ნახვა შესაძლებელია ონლაინ, ასევე შესაძლებელია კონცერტის ჩანაწერის ნახვა.
გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს” მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ონლაინ რეჟიმში ტრანსფორმირება. ამ პროექტის ფარგლებში ტრადიციულად იმართებოდა ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში. წელს კონცერტი ონლაინ შედგა, ისევე, როგორც სხვა ღონისძიებები ჩატარდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
“COVID-19-თან დაკავშირებით ჩვენც გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. რეგიონებიდან მუსიკოსებს ვეპატიჟებით, ტიგრან მღდესიანი დავპატიჟეთ. ხალხს შეეძლო კონცერტი ონლაინ, რეალურ დროში ენახათ შაუმიანში და Youtube-ზე, სადაც კონცერტის ვიდეო არის გამოქვეყნებული, ასევე სოციალურ ქსელში. ტიგრანმა ცნობილ მუსიკოს სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დაუკრა.
“ძალიან რთულია ონლაინ მუშაობა, რადგან ჩვენ ემოციების გამოხატვას მივეჩვიეთ, მაყურებელთან საუბარს, რომლებიც ჩვენს ღონისძიებებზე მოდიან”,- ამბობს პროექტის კურატორი ალექსანდრე გრიგალაშვილი.
დღეს ონლაინ რეჟიმში ასევე სხვა ღონისძიება შედგება.
“დღეს ლექცია გავქვს, ჩვენ ვრთავთ ნინოწმინდის, წალკის სკოლებს, ახალციხის უნივერსიტეტს. ჩვენ რამდენიმე თემა გვაქვს ქართულ-სომხურ ლიტერატურაზე. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ ამ თემებს. ქართველები სომეხი მწერლების – აქსელ ბაკუნცის და ვრტანეს პაპაზიანის ნაწარმოებებს წაიკითხავენ, ხოლო სომეხი სტუდენტები ქართველი მწერლების – აკაკი წერეთლის და ტიციან ტაბიძის”, – დასძენს ალექსანდრე გრიგალიშვილი.