შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში, – იტყობინება აეროპორტის მმართველი კომპანია TAV-Georgia.
გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Skytrax, რომელიც შეისწავლის და აფასებს მსოფლიოში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხს, ადგენს მსოფლიო აეროპორტის რეიტინგს – World Airport Awards, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოს 550 აეროპორტში 106 ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას.
Skytrax World Airport Awards – ის უახლეს რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპაში 2020 წლის საუკეთესო ათეულში შედიოდა ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, კიევის, ბორსპილის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავა, თბილისი, სკოპია და სოფია.
TAV-Georgia თურქული კომპანიაა, რომელიც მოქმედებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, არის TAV აეროპორტების ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს და შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობას 2027 წლამდე განაგრძობს.
2007 წელს კომპანიამ 180 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რის გამოც, საქართველოში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ახალი ტერმინალები აშენდა.
2016-2017 წლებში კიდევ ერთი ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგადაც თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მთლიანად განახლდა და ჩამოსვლის ახალი ტერმინალი აშენდა. დღეს TAV-Georgia-ში 1.300 ადამიანი მუშაობს.
წყარო: Грузия Online