საქართველოში კორონავირუსის 3,071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 3,366 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 24 საათში 34 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 95 581 ადამიანი, 1085 ადამიანი გარდაიცვალა.

საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 2 071 ადამიანი, 3 723 კოვიდ- სასტუმროში, ხოლო 6 145 ადამიანი საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 3,128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3,045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.