ყარაბაღში კიდევ 35 სამხედრომოსამსახურის დაღუპვა დადასტურდა

ყარაბაღში კიდევ 35 სამხედრომოსამსახურის დაღუპვა დადასტურდა

ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გამოაქვეყნა კიდევ 35 სამხედრო პირის სახელი, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, 27 სექტემბრიდან, სომხურ მხარეზე 1006 სამხედრო პირია დაღუპული.

აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანის მხარე სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, ამას ასაბუთებს იმით, რომ ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე