საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს, 30 სექტემბერს დაასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სესია სრული შემადგენლობით გაიმართება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია პლენარული სხდომები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაასრულოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 2016 წლის 18 ნოემბერს დაიწყო. პარლამენტში 4 წელიწადში ორი თავმჯდომარე შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე იკავებდა. 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე გახდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ და შედეგად, ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე