ახალქალაქშიც და ნინოწმინდაშიც, სხვა მინერალურ წყლებსა და მავნე გაზიან სასმელებთან ერთად, იყიდება გაზიანი მინერალური წყალი, რომელსაც ადგილობრივებმა „სიცოცხლის წყარო“ შეარქვეს. ჯავახეთში ცოტამ თუ იცის ამ წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ და იმის თაობაზე, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მიმალულ სოფელ მლაშეში მდებარეობს რეგიონული სტანდარტებით დიდი ჩამომსხმელი ქარხანა „ფლატე“.
წყალი „ფლატე“ გამოიყენება ახალქალაქის რესტორან „იმპერატორში“ (Imperator)
ჩამომსხმელი ქარხანა „ფლატე“ შპს „Georgian Water & Company“
წყალი „ფლატე“ 270 წელზე მეტია იკვლევა და მის შემადგენლობაში 33 სასარგებლო მინერალური ელემენტია აღმოჩენილი.
„ფლატე“ უხსოვარი დროიდანაა ცნობილი, როგორც უნიკალური თვისებების მქონე წყალი, რის შესახებაც XVIII საუკუნეში ცნობილი მკვლევარი და მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში აღნიშნავდა. მისი შეუცვლელი თვისებების გამო, ხალხმა წყალ „ფლატეს“ „სიცოცხლის წყარო“ შეარქვა.
წყალი „ფლატე“ — ბუნებრივი მაგნიუმის მაცოცხლებელი ძალა!
მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სასწაულმოქმედი ელემენტია. ის ჩვენს სხეულში მიმდინარე 360-ზე მეტ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. ეს ელემენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ორგანოსთვის, ხოლო მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით მაღალია გულის, კუნთებისა და თირკმელების მხრიდან.
„მაგნიუმი — ეს არის ანტისტრესული პრეპარატი. მისი დღიური დოზა 300-400 მილიგრამს შეადგენს. მაგნიუმის დეფიციტი პირდაპირ აისახება ტვინის მუშაობაზე. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, გავლენა მოახდინოს თავის ტვინის ქერქის ფუნქციონირებაზე და, რა თქმა უნდა, იმოქმედოს ზოგად შრომისუნარიანობაზე.
მაგნიუმი, მთლიანობაში, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; მისი დეფიციტი შესაძლოა კონკრეტული სიმპტომებით არ გამოიხატოს, თუმცა მას შრომისუნარიანობის დაქვეითებამდე, უძილობამდე და თავის ტკივილებამდე მივყავართ“.
ბუნებრივი მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც ყველას სჭირდება. უბრალოდ გასინჯეთ, სისტემატურად სვით უნიკალური წყალი „ფლატე“ და თქვენ შეამჩნევთ დიდ ცვლილებებს თქვენს განწყობაში — გახდებით უფრო ენერგიული და მხნე.
„ფლატე“- ეს არ არის მხოლოდ წყალი, რომელსაც შეუძლია წყურვილის მოკვლა ან სითხეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მას სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ. მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ოფიციალურად დადგინდა, რომ მისი მიღება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისა თუ მკურნალობისთვის:
ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ქოლეცისტიტები და ქოლანგიტები იშვიათი შეტევებით, ქოლეცისტიტებისა და ქოლანგიტების გამო ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
ქრონიკული პანკრეატიტები;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სიმსუქნე, ნერვული წარმოშობის ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, შარდმჟავა დიათეზი, პოდაგრა, ოქსალურია, ფოსფატურია.
დღეისათვის მინერალური წყალი „ფლატე“ სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს, როგორც ფართო (ყოველდღიური) მოხმარების პროდუქტი; მისი საერთო მინერალიზაციის ზედა ზღვარი არ აღემატება 3,0 გრ/ლიტრს. შესაბამისი დასკვნების მიხედვით, ის არის ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალური შემადგენლობის პროფილაქტიკური, სამკურნალო-სუფრის წყალი, რომელსაც აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო გემო, მსუბუქი მინერალიზაცია და გაჯერებულია ნატურალური (ბუნებრივი) СО2 აირით.
შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში, მინერალური წყალი „ფლატე“ თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით მინის ტარაში (ჭურჭელში) 5 წელზე მეტხანს ინახება და რაც უფრო დიდხანს ინახება, მით უფრო სასიამოვნო დასალევი ხდება. ის მდგრადია შორ მანძილზე ტრანსპორტირების მიმართ, არ შედის რეაქციაში ალკოჰოლთან და პირიქით, ანეიტრალებს კიდეც მას. მისი მიღება საუკეთესოა ნაბახუსევზე და ჭამის დროს, ასევე კარგად შველის გულძმარვას.
წყლის ჩამოსხმა ხდება სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, კომპანია „Georgian Water & Company“-ს ქარხანაში, რომელმაც 50-ზე მეტი თანამშრომელი დაასაქმა.
ჯავახეთში ამ წყალს არ იცნობენ და მასობრივად არ ყიდულობენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც იყიდება. ახალქალაქში წყალი მიეწოდება საბითუმო მაღაზია „Best Price“-ს, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის ტრასაზე მდებარეობს, ხოლო ნინოწმინდაში — მაღაზია „WNW“-ს, პუშკინის ქუჩის 107 ნომერში.
მიმდინარე 2026 წელს მოსალოდნელია ახალი საექსპორტო პროდუქციის — წყალ „ფლატეს“ გამოშვება.

თუ თქვენ დაგაინტერესათ სამკურნალო წყალმა „ფლატემ“ და გაგიჩნდათ კითხვები მწარმოებლებთან ან მომწოდებლებთან, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ შემდეგ ნომრებზე:
+(995) 593 13 33 31
+(995) 585 88 88 22