მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ქცევა მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამას კარგად აჩვენებს Visual Capitalist-ის ახალი მონაცემები, სადაც ქვეყნები დალაგებულია იმის მიხედვით, თუ რა ფინანსური რესურსის დაზოგვას ახერხებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

„დაზოგვის დონე“ ნიშნავს, შემოსავლის რა ნაწილის ინახავს ადამიანი და არ ხარჯავს მას ყოველდღიურ საჭიროებებში.

Visual Capitalist-ის განახლებულ რეიტინგში ევოპის ქვეყნები ლიდერობენ, სიის სათავეში კი შვედეთია, რაც პუბლიკაციაში ძლიერი სოციალური სისტემებით, პენსიებითა და სტაბილური ეკონომიკითაა ახსნილი.

10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს ზოგავს
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა შემოსავლებიდან ყველაზე მეტ წილს (%) ზოგავს, ასე გამოიყურება:

  • შვედეთი – 16%;
  • უნგრეთი – 14.3%;
  • ჩეხეთი – 13.7%;
  • საფრანგეთი – 12.8%;
  • ავსტრია – 11.7%;
  • გერმანია – 11.2%;
  • ნიდერლანდები – 9.5%;
  • ესპანეთი – 9.2%;
  • ირლანდია – 9%;
  • დანია – 8.5%.

როგორც პუბლიკაციაში აღინიშნება, რეიტინგის შუა ნაწილში ხვდებიან საკმაოდ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი. როგორც ჩანს, აქაც მოსახლეობა მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ზოგავს.

ასე მაგალითად, Visual Capitalist-ის მონაცემებით, ამერიკელები თავიანთი შემოსავლის მხოლოდ 4.9%-ს ზოგავენ, რაც დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მექსიკაში. შემოსავლებიდან მხოლოდ 5%-ს ზოგავენ კანადაში, ხოლო 4.7%-ს – დიდ ბრიტანეთში.

რომელ ქვეყნებში ვერ აკეთებენ დანაზოგს საერთოდ
ზოგ ქვეყანაში კი, რეიტინგის თანახმად, მდგომარეობა კრიტიკულია, დანაზოგის დონე კი უარყოფითი. უარყოფითი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ადამიანები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე შოულობენ, იყენებენ ძველ დანაზოგს და აქვთ ვალები.

კერძოდ, რეიტინგის მიხედვით, ქვეყნები, სადაც დანაზოგს საერთოდ ვერ აკეთებენ, ასეთია:

ლატვია – 0.0%;
ახალი ზელანდია – -1.3%;
სამხრეთ აფრიკა – -1.0% .