საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის კარტოფილი ყველაზე იაფი თურქეთშია, ხოლო ყველაზე ძვირი – რუსეთში. ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 1 კგ კარტოფილის ფასი თურქეთში 56 ცენტია, რითაც 101 ქვეყანას შორის თურქეთი 95-ე ადგილზეა. ამ რეიტინგში რუსეთი 81-ე ადგილზეა – აქ მარკეტებში 1 კგ კარტოფილის საშუალო ფასი 78 ცენტს შეადგენს.
83-ე ადგილზე სომხეთია – აქ მარკეტებში კარტოფილის საშუალო ფასი 74 ცენტია. მას მოსდევს საქართველო 86-ე ადგილით და 71 ცენტით. რეიტინგში 87-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც კარტოფილის საშუალო ფასი ასევე დაახლოებით 71 ცენტია.
სად ღირს კარტოფილი ყველაზე ძვირი და იაფი
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის 1 კგ კარტოფილი ფასი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაშია და 3.38 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ბანგლადეშშია და 32 ცენტს აღწევს.
უფრო კონკრეტულად, კარტოფილი ყველაზე ძვირი შემდეგ 5 ქვეყანაში ღირს:
სამხრეთ კორეა – 3.38 დოლარი;
კოსტა რიკა – 3.25 დოლარი;
პუერტო რიკო – 3.22 დოლარი;
აშშ – 2.89 დოლარი;
ტაივანი – 2.88 დოლარი.
5 ქვეყანა, სადაც კარტოფილის ფასი შედარებით ყველაზე დაბალია, ასე გამოყურება:
ბანგლადეში – 32 ცენტი;
პაკისტანი – 36 ცენტი;
ინდოეთი – 36 ცენტი;
ნეპალი – 37 ცენტი;
ეგვიპტე – 38 ცენტი.