გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის 93 კმ-107 კმ (გუდაური (ფოსტა) – კობი) მონაკვეთზე ზვავის საშიშროების მაღალი დონეა.
აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების ადმინისტრაცია იტყობინება.