გორში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში უფროსებს შორის.
23 დეკემბერს, გორში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში უფროსებს შორის. ტურნირში ასევე მონაწილეობენ ახალქალაქის წარმომადგენელი სპორტსმენები.
ახალქალაქიდან ჩემპიონატში ამჟამად მონაწილეობენ:
გომციან არტიუშ – 60 კგ
არშაკ ელიზბარიანი – 75 კგ
სამველ ღაზარიანი – 80 კგ
გომციან არტიუშმა (60 კგ) უკვე ჩაატარა თავისი პირველი ბრძოლა და გაიმარჯვა, რითაც ტურნირის შემდეგ რაუნდში გასვლა უზრუნველყო.
24 დეკემბერს, 11:00 საათზე, დაიწყება შემდეგი მატჩები, რომლებზეც არშაკ ელიზბარიანი და სამველ ღაზარიანი იასპარეზებენ. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ გამოსვლას და ნახევარფინალურ რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენი რეგიონიდან ოთხი მონაწილე გვყავდა, ერთი დამარცხდა. ჩვენი სპორტსმენებისგან გამარჯვების დიდი მოლოდინი გვაქვს: ერთი მათგანი ევროპის ჩემპიონია, ხოლო დანარჩენი ორი ძლიერი და გამოცდილი სპორტსმენია. ტურნირში 18-35 წლის სპორტსმენები მონაწილეობენ და მას „ზრდასრულთა ჩემპიონატი“ ჰქვია“, – განაცხადა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა ატომ ელიზბარიანმა.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან