სომხეთისა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი გაფორმდება ბრიუსელში, 2 დეკემბერს გასამართი პარტნიორობის საბჭოს სხდომის შედეგებით.
როგორც „არმენპრესის“ ინფორმაციით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა, პარტნიორობის ახალი დღის წესრიგს ხელი მოეწერება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს შორის.
„გაიმართება ვროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომა, სადაც ვიღებთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობის დღის წესრიგს, რომელიც იქნება მოქმედების გეგმა, გზის რუკა იმისა, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა კოსმა․
ევროკავშირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დოკუმენტი მოიცავს მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლო ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში.