29 ნოემბერს, სოფელ კარტიკამში ფეხბურთის მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. დაძაბული ბრძოლის შედეგად, ტურნირის გამარჯვებულად სოფელ მურჯახეთის გუნდი აღიარეს. გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში სოფელ მურჯახეთის საფეხბურთო გუნდმა გაიმარჯვა.

24-დან 29 ნოემბრამდე, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 23 სოფლის საფეხბურთო გუნდები საუკეთესოდ აღიარებისთვის იბრძოდნენ.

თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, გუნდები ფეხბურთს თამაშობდნენ სოფელ კარტიკამიდან ფირდუს ჩნავაიანის, ალიკ და თუმას კულახსზიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ.

წარმოგიდგენთ სამეულს:

პირველი ადგილი: მურჯახეთი
მეორე ადგილი: კარტიკამი
მესამე ადგილი: მერენია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოფელ კარტიკამში საფეხბურთო ტურნირი იმართება. ტურნირის ორგანიზატორები სოფლის მაცხოვრებლები არიან. სოფლის ყველა მცხოვრებმა, ვინც და რამდენიც შეეძლო, შეაგროვა თანხა საფეხბურთო მატჩების სათანადოდ ჩასატარებლად.

გამარჯვებული გუნდები, საუკეთესო მოთამაშეები, საუკეთესო ბომბარდირები, საუკეთესო მეკარეები, მცველები და ნახევარმცველები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და საჩუქრებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორიალური ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ სოფელ კარტიკამის მაცხოვრებელ- არნაკ ელიზბარიანის მხრიდან.