ჩვენს რეგულარულ რუბრიკაში „რჩევები სპეციალისტისგან“, Steps-ის ბავშვთა განვითარების ცენტრის დირექტორი, სვეტა სეროპიანი, განმარტავს, თუ როგორ ამოვიცნოთ ბავშვში განვითარების განსხვავებები, რა ქცევითი ნიშნები მიუთითებს კონკრეტულ პრობლემებზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა და რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ.

სპეციალისტი კონკრეტულად გვირჩევს:

– ბავშვის ადრეული ასაკიდანვე თერაპევტთან მიყვანა
– ყურადღება მივაქციოთ ქცევით ნიშნებს, როგორიცაა: ბავშვის სახელზე რეაგირების უუნარობა, სათამაშოების არასათანადოდ გამოყენება, სასურველისკენ არმინიშნება, მშობლების თხოვნებზე „მოტანა“, „მოცემა“ და ა.შ. რეაგირების არარსებობა, შიშის არგამოხატვა (ცხოველებისგან, გზის გადაკვეთისას და ა.შ.)
– თუ ეს ნიშნები გამოვლინდა, მიმართეთ შესაბამის ექიმს, ამ შემთხვევაში ნევროლოგს
– არ უგულებელვყოთ ბავშვში განვითარების პრობლემები საზოგადოებრივი სტიგმის შიშით, რადგან რაც უფრო გვიან მიმართავს მშობელი სპეციალისტს, მით უფრო რთული იქნება ბავშვის რეაბილიტაცია.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Jnews-ზე 2023 წლის მარტში.