
21 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის კერძო შეხვედრა.
დღეს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-5 აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც თბილისში გაიმართება.