
ახალქალაქელი მწვრთნელი არტურ ელიზბარიანი მონაწილეობს ევროპის 15-წლამდელთა კრივის ჩემპიონატში და ის მსაჯია.
15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროში, ბუდვაში მიმდინარეობს. არტურ ელიზბარიანი საქართველოს ნაკრებთან ერთად გაემგზავრა. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები 14 სპორტსმენისგან შედგება, მათ შორის ოთხი გოგონა და ათი ბიჭი. მოკრივეებს შორის ახალქალაქელი სპორტსმენები არ არიან. ჩემპიონატი გუშინ, 18 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.